суббота, 9 июля 2011 г.

პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:  დედამიწის დღე
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ვასწავლოთ ბავშვებს ბუნების სიყვარული და ზრუნვა  პლანეტაზე.

3.პროექტის აქტუალობა: 22 აპრილი მსოფლიოში მიღებულია როგორც დედამიწის დღე. ბოლოდროინდელი ბუნებრივი  კატასტროფები მიგვანიშნებს, რომ ჩვენგან მეტი ზრუნვა სჭირდება გარემოს და ეს ზრუნვა ყველას ვალია მათ შორის სკოლის მოსწავლეებისაც .

4.პროექტის მიზნები:მასწავლებელების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩაბმა ჩვენი უბნის, ქუჩის, ჩვენი სკოლის მიდამოების გასუფთავებისა, გამწვანებისა და მოვლა–პატრონობის საქმეში.

5.მონაწილეთა ასაკი:13, 14, 15, 16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:გასუფთავდება გარემო, ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ბავშევებს დღის წესრიგში დადგება გარემოს დაცვის აუცილებლობა

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეთა ჯგუფი, საჭირო სამუშაო იარაღები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): სკოლაში გამოცხადდება დედამიწის დღისადმი  მიძღვნილი დღეები,გამოცხადდება შეჯიბრი მწვანე კლასი მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს დაბინძურებულ ქუჩებსა თუ მდინარეზე. ეს სურათები გამოიფინება სკოლის დარბაზში. მოსწავლეები კლასებში მოემზადებიან კომფერენციისათვის სათაურით „გარემო, სადაც მე ვცხოვრობ“, მიეცემათ დავალება,საკონფერენციოდ წარმოადგინონ ჩანახატები, თემები, ლექსები, ნახატები, ,ფოტოსურათები, რომელიც შინაარსით შეეხბა  ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ნარგავების მნიშვნელობას. საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, მოსწავლეები გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფია, ბიოლოგია.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაკა მაისურაძე
12.ხალმძღვანელის ელ.ფოსტა:makamaisuradze7@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:makamaisuradze.blogspot.com